ვინ არის შავი „ჰიუნდაის“ მძღოლი და რატომ იმყოფებოდა ის შემთხვევის ადგილზე

  • 13 ივლისი 00:16

შაქარაშვილის საქმეში ახალი ავტომობილი გამოჩნდა. ამ დეტალის შესახებ ცნობილია გამოძიებისთვის, – ტაქსის მძღოლის ჩვენებაში საუბარია სწორედ შავი „ჰიუნდაის“ მძღოლზე, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულთან, ვახო ახველდიანთან არის დაკავშირებული - ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

შავი „ჰიუნდაი“ ფიგურირებს ერთ-ერთი გამომძიებლის პატაკში და ეს პირი ასევე ტაქსის მძღოლის ჩვენებაშია ნახსენები. შავი „ჰიუნდაის“ მეპატრონე ირაკლი დაფქვიაშვილი სწორედ ვახო ახვლედიანის მეზობელია. ის საბედისწერო ღამეს მცხეთაში იმყოფებოდა, თუმცა ვახო ახვლედიანს საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებეში ამ კონკრეტულ დეტალზე ყურადღება არ აქვს გამახვილებული. მას არ უთქვამს, რომ იმ ღამით ირაკლი დაფქვიაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, არსებობს ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელიც ჰყვება, რომ, როდესაც ავიდა მცხეთაში ვახო ახვლედიანის ჩამოსაყვანად, მან დაინახა ირაკლი დაფქვიაშვილი, რომელსაც იცნობდა, მიესალმა, თუმცა, არ დაუნახავს, ვინ ჰყავდა მანქანაში ან რატომ იყო ასული მცხეთაში.


„ტვ პირველის“ ინფორმაციით, შავი „ჰიუნდაის” მძღოლი გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული.