ცნობილი ხდება სად იმყოფებოდა „კაწრო“ ტრაგედიის ღამეს

  • ptn.ge
  • 12 ივლისი 23:41

„კაწროს“ ჩვენებაში, რომელსაც „პრაიმტაიმი“ ავრცლებს, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) ასახელებს ადგილს, თუ სად იმყოფებოდა ტრაგედიის ღამეს.

„2020 წლის 18 ივნისს დილის საათებში გამოვედი სახლიდან და ჩვეულებრივ უბანში ვიყავი მეგობრებთან სალაპარაკოდ. დროგამოშვებით შევდიოდი სახლში და გამოვდიოდი ისევ ჩემს ქუჩაზე მეგობრებთან, ზოგადად მახსოვს, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩუღურეთის უბანს არ გავცილებივარ, ყოველ შემთხვევაში დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ქალაქის ტერიტორიიდან არ გავსულვარ.


ღამის საათებშიც ვიმყოფებოდი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვსარგებლობდი „ფეისბუქით“ და სხვადასხვა სოციალური ქსელით და დაახლოებით, უკვე 2020 წლის 19 ივნისის 02:00 საათისთვის დავწექი დასაძინებლად. ჩვეულებრივ მეძინა დილამდე და არსად არ გავსულვარ.


კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიიდან.


პიროვნებებს – თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ლაშა შერმანდინს, გიორგი მერაბიშვილს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკოლოზ ქანაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, აკაკი ქვრივიშვილს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოქშელიძეს, ირაკლი წაქაძეს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, გიგა ტატიაშვილს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ზეზვა ხომასურიძეს, გიორგი ქათამაძეს, ნიკა ხეჩოშვილს, გურამ ამირხანაშვილს, კონსტანტინე ღიბრაძეს, იაკობ ბრეგვაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ვახტანგ ჩიქოვანს, ანი გაბეჩავს, არ ვიცნობ.


ამ პიროვნებების სახელი და გვარები პირველად მესმის, არ გამოვრიცხავ რომელიმე მათგანი სადმე შემხვედრია, მაგრამ არ მახსოვს ზემოთ დასახელებულ პიროვნებებთან როდესმე რაიმე სახის ურთიერთობა მქონოდა. არც გიორგი შაქარაშვილს ვიცნობდი“- ამბობს ავთანდილ ბილანიშვილი.

სრული ვერსიის ნახვა ptn.ge