რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი პოლიციამ საკარანტინო სივრცეში დააბრუნა

  • 12 ივლისი 23:14

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული მამაკაცი, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. 

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ შუახნის მამაკაცი დღეს გაიქცა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.


მას მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა. ტესტირების შემდეგ, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, პაციენტი კვლავ საკარანტინო სივრცეში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მან ცხელების ცენტრი თვითნებურად დატოვა.