ვინ არის რუსთავში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი

  • inforustavi.ge
  • 12 ივლისი 23:09

რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 41 წლის ვეფხია ჩაჩხიანია. მას მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს.

ვეფხვია ჩაჩხიანი დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ ჯართის მიმღებ პუნქტში იყო დასაქმებული.


შეგახსენებთ, რომ აფეთქება სწორედ ჯართის მიმღებ პუნქტში მოხდა. დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ პუნქტში გაზის დანადგარი აფეთქდა.


აფეთების შედეგად 41 წლის მამაკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ის კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

სრული ვერსიის ნახვა inforustavi.ge