ნახალოვკელებმა დიჯეის სთხოვეს შეეცვალა მუსიკა - საიდან დაიწყო დაპირისპირება დაბადების დღეზე

  • 12 ივლისი 23:01

დაპირისპირება განვითარდა დიჯეის ირგვლივ, მას ნახალოვკელებმა სთხოვეს შეეცვალა მუსიკა, ამ ნიადაგზე საბურთალოელებს გაჰყავთ ნახალოვკელები საქმის გასარჩევად, კერძოდ ჩიქოვანი და დათაშვილი, შაქარაშვილი აქ არ ფიგურირებს, ის მართლა მშვიდობის მტრედია, იქ მხოლოდ გასართობად მივიდა“- ამბობს ნიკა გვარმია გადაცემა „მთავარ აქცენტებში.“

„რატომ ბედავთ, რომ მუსიკის შეცვლას ითხოვთ, ეუბნებიან ნახალოვკელები საბურთალოელებს, აქ „ჩუჟოი“ არავინ არ არის რაზეც ჩიქოვანი პასუხობს, რომ აქ „ჩუჟოები“ არიან მაგალითად ჩემი მეგობრები, რასაც გინება მოჰყვა“- შაქარაშვილის საქმეზე, ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორი პირდაპირ ეთერში საუბრობს.


ნიკა გვარამიას თქმით არსებობს სასიყვარულო სამკუთხედი - გაბეჩავა, შაქარაშვილი და ჩიქოვანი.


„არსებობს სასიყვარულო დამოკიდებულება გაბეჩავასა და შაქარაშვილს შორის, ხოლო ჩიქოვანს ცალმხრივად უყვარს გაბეჩავა“- განაცხადა ნიკა გვარამია.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.