იყო თუ არა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე წყალში?

  • 12 ივლისი 21:04

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. ის, რაზეც ჟურნალისტები გამოთქვამდნენ ვარაუდებს, ახლა უკვე ოფიციალურ დოკუმენტში არის ასახული. ბოლო სიტყვა ახლა საგამოძიებო ორგანოს ეკუთვნის, სწორედ მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა და 19 წლის ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო წუთების სურათის აღდგენა.

ნახეთ გადაცემა „დროების“ სიუჟეტი სადაც დეტალურად არის საუბარი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე და იმაზე შეესაბამება თუ არა გარდაცვლილი შაქარაშვილის ვიზუალური აღწერილობა ვერსიას, რომ ცხედარი 4 დღე წყალში იყო?