დღეს ნიკო გომელაური 50 წლის გახდებოდა

  • 12 ივლისი 14:13

12 ივლისს ქართველი მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 50 წლის გახდებოდა. 39 წლის ასაკში ნიკო მძიმე დაავადებით გარდაიცვალა.

ნიკო გომელაურმა, 1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი 2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო, რის შედეგადაც ის 2010 წლის 13 აპრილს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.


2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.