რუსთავში ძაღლს გველმა უკბინა

  • 12 ივლისი 13:43

რუსთავში ძაღლს გველმა უკბინა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვეტერინარი გიორგი ხმალაძე ავრცელებს.

„გველის ნაკბენი. ლოკაცია - რუსთავი. გაუფრთხილდით თქვენს ოთხფეხა მეგობრებს“- წერს გიორგი ხმალაძე.


ასევე, გუშინ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, ტაბახმელაში 5 წლის ბავში ჰასკმა გიურზას ჯიშის ქვეწარმავალის დაკბენისა და დაგესვლისგან იხსნა.


მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში და ამ დროისთვის ძაღლი თავს კარგად გრძნობს.