ვერც კი წარმომედგინა, ასე მოკლე დროში ასეთი ჯოჯოხეთის მოწყობა თუ შეეძლო ამ ვერაგ დაავადებას - ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 12 ივლისი 12:54

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი instagram სთორებში, საკუთარი გამომწერების კითხვებს პასუხობს.

 

კითხვების უმეტესობა ნანუკას დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ნანუკა გამომწერებს პასუხობს, რომ დედა ისევ მძიმედაა და რამდენიმე დღეში გაირკვევა მათი რეალობა.





ცნობისთვის, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ დედა შეუძლოდ ჰყვას.


„უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი. უბრალოდ, ფაქტი იცის ყველამ. არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში." - წერს ჟორჟოლიანი.