საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • 12 ივლისი 10:12

დედამიწის შემსწავლელი მეცნეირებათა ინსტიტუტის ცნობით, 12 ივლისს საქართველოში მაგნიტუდით 4.4 მიწისძვრა მოხდა.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელში იყო. ბიძგები 05:54 საათზე დაფიქსირდა.


მისწისძვრა 09:54 საათზე განმეორდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელ ლევიტანთან მდებარეობდა.


საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით,  შემთხვევვის შედეგად ნგრევისა და დაშავების შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ.