აფეთქება თბილისში - დაღუპულია ერთი ადამიანი

  • 1tv.ge
  • 12 ივლისი 00:51

მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათ თანამშრომლებს ადგილზე მისვლისას ერთსართულიან შენობაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge