გიორგი ჯანელიძე: აია-სოფია ყოველთის მეჩეთი მეგონა ისედაც...

  • 12 ივლისი 00:34

აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების საკითხს ქართველი იუმორისტი გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსით გამოეხმაურა:

„აია სოფია ყოველთის მეჩეთი მეგონა ისედაც. 10 წლის წინ შემთხვევით გავიგე მუზეუმი რომ ყოფილა“.


აია-სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში 324-337 წლებში ააგეს. ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453 წელი) მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით, აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა და UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.


თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ 10 ივლისს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.