პრინცესა დიანამ ორსულობის დროს თვითმკვლელობა სცადა

  • imedinews.ge
  • 11 ივლისი 21:27

ავსტრალიური გამოცემა New Idea წერს, რომ პრინცესა დიანამ როდესაც პრინც უილიამზე ორსულად იყო თავის მოკვლა სცადა.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ დიანას საიდუმლო დღიურშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით, დღიურში ჩანაწერების გაკეთება პრინცესა დიანას ფსიქოთერაპევტმა დეპრესიის დასაძლევად ურჩია, ვინაიდან დიანას ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე.


„ისეთი დათრგუნული ვიყავი, რომ ყველაფრის გაკეთება შემეძლო. საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება ვცადე“, - წერდა დღიურში პრინცესა დიანა.

წყარო: imedinews.ge