დეპუტატ კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა

  • 11 ივლისი 20:53

„დეპუტატ კობა კობალაძის შვილი მამასთან ერთად ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოცხადდა. საქმე  თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხება, რაზეც სისიხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა“ - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს , დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.


2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და საქმეში გამავალი პირების მიმალვის საფრთხე შეიქმნა, აღნიშნული პირების დაკავება გადაწყდა.


გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.