სკანდალი: ქუთაისში უნივერსიტეტის ლექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

  • 11 ივლისი 10:52

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნვერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის მდივანი მაკა ლობჟანიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ „დაიჯეტის“ იმერეთის კორესპონდენტს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. ასევე თანამდებობა დატოვავა ყოფილმა რექტორმა გიგა ღავთაძემ, რომელიც რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.


„დაიჯესტი“ უნივერსიტეტის რექტორს როლანდ კოპალიანს დაუკავშირდა, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია თუ რა მიზეზით დააკავეს ლექტორი.