8 ინფიცირებული და 5 გამოჯანმრთელებული - 11 ივლისის კოვიდ 19-ის მონაცემები

  • 11 ივლისი 10:41

stopcov.ge-ს სტატისტიკის მიხედვით, 11 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფექციისაგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 851-მდე გაიზარდა. ხოლო კორონავირუსის დადასტრურებული შემთხვევები 981-მდე.


ამავე მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 231 პაციენტი.


საქართველოში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე ვირუსისგან 15 ადამიანია გარდაცვლილი.