მხდალებო და უსუსურებო, გამოდით და თქვით, ვინ გაიმეტა ასე სასტიკად ეს ანგელოზი ბავშვი - ნინო ძოწენიძე

  • 11 ივლისი 00:54

სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. სოციალურ ქსელში მომღერალი ნინო ძოწენიძე აქვეყნებს სტატუსს და საქმის გამოძიებას დროულად მოითხოვს.

„მხდალებო და უსუსურებო, გამოდით და თქვით, ვინ გაიმეტა ასე სასტიკად ეს ანგელოზი ბავშვი, ან როგორ გძინავთ ღამე და გული არ გისკდება და ეს ფსევდოსამეგობრო კიდევ მაგიჟებს, რატომ აქვთ ენა ჩაგდებული და როგორ შეძლეს და გააგრძელეს ქეიფი, ვითომ არაფერი მომხდარა…


სასწრაფოდ მოვითხოვ, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯონ დამნაშავეები, რომ იქ მაინც დაისვენოს ამ საოცარი ბიჭის სულმა“- წერს ნინო ძოწენიძე.


ცნობისთვის, 10 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ექსპერტიზის პასუხების ფარგლებში დასმულ კითხვებზე უპასუხა. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, რომლებიც სასიკვდილო არ იქნებოდა. მირიან ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი არაგვში გადააგდეს. მისივე თქმით, პროკურატურის მიერ საქმის გადაკვალიფიცირება ოჯახისთვის მისაღებია. ამავდროულად ნიკოლაძე ამბობს, რომ საქმე კონკრეტულად 109-ე მუხლით უნდა აღიძრას.