ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც თუ გააბრაზებთ, შორს უნდა გაიქცეთ

  • regarder.ge
  • 11 ივლისი 00:46

ასტროლოგები ზოდიაქოს 4 ყველაზე ბრაზიან ნიშანს გამოყოფენ და ამბობენ, რომ თუ ეს ნიშნები გაბრაზებულები არიან, სჯობს, ახლოს არ გაეკაროთ.

1
ვერძი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები იმპულსურობით არიან გამორჩეულები და როცა ბრაზდებიან, ემოციების გაკონტროლება არ შეუძლიათ. ვერძებს არ შეუძლიათ კონფლიქტის მოგვარება დიალოგის გზით, ისინი მცირე წყენის შემთხვევაშიც კი „ფეთქდებიან“ და შეიძლება ადამიანებს ძალიან ატკინონ გული, რასაც შემდეგ ნანობენ.


2
კირჩხიბი: კირჩხიბები ემოციური და მგრძნობიარენი არიან და ერთი შეხედვით უმნიშვნელო რაღაცები სწყინთ, არ შეუძლიათ ემოციების შეკავება და მაშინვე იტყვიან სათქმელს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, აჭარბებენ.  დავუშვათ, თუ კირჩხიბს ახლობელი წვეულებაზე არ დაპატიჟებს, შესაძლოა, სოციალურ ქსელში დაბლოკოს და მასთან ურთიერთობა აღარასდროს მოინდომოს.


3
ლომი: ისინი სიბრაზეს ხშირ შემთხვევაში ხმამაღლა, ყვირილით გამოხატავენ. არავის ვუსურვებთ გაბრაზებული ლომის ნახვას. ასეთ დროს ის უბრალოდ უკონტროლოა. აღსანიშნავია, რომ ლომის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანს მარტივი რაღაცები აბრაზებს და მარტივად გამოდის წყობიდან. შესაძლოა იმის გამო გაგიბრაზდეთ, რომ მაისური, რომელიც გათხოვათ, დაულაქავეთ.


4
მორიელი: როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც თავად სურს, როდესაც ადამიანები მის მითითებებს არ ითვალისწინებენ, მორიელები სასტიკები ხდებიან. მათ ყველაზე ბრუტალურ ზოდიაქოს ნიშნებად მიიჩნევენ, რომლებმაც დანდობა არ იციან. გაბრაზებულ მორიელთან ახლოს ყოფნას არავის ვურჩევთ.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge