უსაფრთხოა თუ არა სექსი ორსულობის დროს?

  • regarder.ge
  • 11 ივლისი 00:28

საზოგადეობის ნაწილი ფიქრობს, რომ სექსი ორსულობის დროს უსაფრთხო არ არის, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ორსულობის დროს სექსი დასაშვებია.

ნახეთ, კითხვებზე პასუხი:

1.  უსაფრთხოა თუ არა სექსი ორსულობის დროს?

დიახ! ნორმალური ორსულობის დროს ეს ბუნებრივი პროცესია, რომლითაც ისევე შეგიძლიათ სიამოვნების მიღება, როგორც აქამდე. თქვენი პატარა უსაფრთხო ადგილას იმყოფება, ასე რომ აქტის დროს თქვენს მიერ დახარჯული ენერგია, ან შესრულებული მოქმედებები მას ზიანს ნამდვილად არ მიაყენებს, თუმცა ექიმები აქტიურ სექსს ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს ზღუდავენ (თუმცა ეს მხოლოდ ორსულობის პირველ პერიოდში ხდება).


2. უსაფრთხოა თუ არა ორგაზმი ორსულობის დროს?

ბევრი თვლის, რომ ორგაზმმა შესაძლოა საშვილოსნოში ჭინთვები გამოიწვიოს, თუმცა ეს საშიშროება მხოლოდ ორსულობის ბოლო კვირებში არსებობს. მანამე, სიამოვნების მიღებაში ხელს არაფერი გიშლით.


3. რომელი პოზიციაა უსაფრთხო?

ესეც ძალიან ინდივიდუალურია. მთავარია რას გკარნახობთ თქვენი სხეული? ბევრი თვლის, რომ მისიონერის პოზა ყველაზე მომგებიანია, თუმცა ესეც გემოვნებაზეა დამოკიდებული (თუმცა სარისკო ექსპერიმენტებისგან თავის შეკავება არ გაწყენთ).


4. როდის არაა მიზანშეწონილი სექსით დაკავება?

როდესაც მუცლის მოშლის საშიშროება არსებობს, სქესობრივი კავშირის დამყარება კატეგორიულად იკრძალება. სექსით დაკავება ასევე საშიშია პლაცენტის დაბალი მდებარეობისას, ტყუპებზე ორსულობის შემთხვევაში, ან ვაგინალური სისხლდენის დროს.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge