სექსის 7 სარგებელი – ის, რაც უნდა იცოდეთ

  • regarder.ge
  • 11 ივლისი 00:23

სექსს რომ უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია, ამაზე დღეს სამეცნიერო წრეები თანხმდებიან. ის მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალება არ არის, გარდა ამისა, დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასევე პოზიტიურად აზროვნებაში გეხმარებათ.

1
მკვლევართა თქმით, სექსის შედეგად ტვინი უფრო მეტად კონცენტრირებული ხდება ცხოვრების დადებით ელემენტებზე, უფრო მარტივად შეუძლია პოზიტივის შემჩნევა.


2
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ წყვილებს, რომლებსაც ხშირად აქვთ სექსი, აქვთ უფრო სტაბილური ურთიერთობა, არიან უფრო ბედნიერები და გამოირჩევიან პოზიტიური დამოკიდებულებით არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ გარშემო მყოფთა მიმართაც.


3
კვლევამ აჩვენა, რომ  სექსის შემდეგ ტვინი წარმოქმნის ენდორფინებს, რომელსაც კეთილდღეობის, ბედნიერების განცდა მოაქვთ, კარგ ხასიათზე გაყენებთ და პოზიტივით გავსებთ.


4
ამიტომაც, ამბობენ, რომ აქტიური სექსუალური ცხოვრების შენარჩუნება უკეთეს შეხედულებას შეგიქმნით ცხოვრებაზე, ასევე შემცირდება სტრესი და შფოთვა, რომელიც  ყოველდღიური ცხოვრების თანმდევია.


5
სექსი ამშვიდებს სხეულს და გეხმარებათ, რომ დღის განმავლობაში  უფრო აქტიურები იყოთ, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და გმატებთ ენერგიას.


6
2017 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სექსის დროს წარმოიქმნება დოფამინი, რომელიც დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობის ხარისხზე და ამავდროულად, ადამიანს პოზიტიურად ფიქრისკენ უბიძგებს, უფრო ენერგიულს ხდის.


7
სექსის დროს ასევე წარმოიქმნება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელსაც „ჩახუტების ჰორმონსაც“ უწოდებენ. ოქსიტოცინი კი კიდევ ერთი განმაპირობებელია იმისა, რომ პოზიტიურად იფიქროთ და ბედნიერების განცდა შეინარჩუნოთ.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge