ქართული წარმოების აჯიკაში სიმსივნის გამომწვევი ნივთიერება აღმოაჩინეს

  • momxmarebeli.ge
  • 10 ივლისი 23:26

სახიფათო ნივთიერებები საკვებში - ახალი კვლევის თანახმად, ქართული წარმოების აჯიკასა და რუსული წარმოების კეტჩუპში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება „სუდან1“ აღმოჩნდა.

სურსათმა 41 დასახელების პროდუქტი თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შეამოწმა. აკრძალული საღებავი „სუდან1“ ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა. ესენია:


 აჯიკა „ექსტრა კულა"



„ხათოს აფხაზური აჯიკა“



აჯიკა „აფხაზური,ეს“



აჯიკა „ნენა“



ტომატის კეტჩუპი „კალვე“.



მწარმოებლები „სუდან 1“ წითელი შეფერილობისთვის იყენებენ. ნივთიერების სისტემატიური მოხმარება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა, ქიმიური ნაერთი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და უჯრედების გადაგვარებას. ეს არ არის პირველი კვლევა, როცა ორგანიზაცია, „მომხმარებელი.ჯი“ საკვებში საშიშ ნივთიერებებს ამოწმებს. გასულ წელს, ცხრა საკვებ პროდუქტში აღმოჩნდა საშიში ნივთიერება, დახლებიდან პროდუქტები აიღეს, თუმცა ამის შემდეგ ახლა საშიში პროდუქტები მაღაზიებში იყიდება.

სრული ვერსიის ნახვა momxmarebeli.ge