რატომ იყო გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ფეხშიშველი?- რას ამბობს შაქარაშვილის ბიძა

  • 10 ივლისი 21:06

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, რომელიც 4 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს, წინდების გარეშე იყო. ამ ფაქტს უამრავი გამოხმაურება მოყვა.

როგორც გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, შაქარაშვილს სახლიდან გასვლის წინ თეთრი ფერის წინდები ეცვა. 


„ექსპერტებისგან ვიცი, რომ წინდებს კი არა, წყალი შეკრულ პერანგსაც კი ხდის. ის წინდები, რაც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ეს ასეც უნდა ყოფილიყო“- ამბობს მირიან ნიკოლაძე.


ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ექსპერტიზის პასუხების ფარგლებში დასმულ კითხვებზე უპასუხა. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, რომლებიც სასიკვდილო არ იქნებოდა. მირიან ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი არაგვში გადააგდეს. მისივე თქმით, პროკურატურის მიერ საქმის გადაკვალიფიცირება ოჯახისთვის მისაღებია. ამავდროულად ნიკოლაძე ამბობს, რომ საქმე კონკრეტულად 109-ე მუხლით უნდა აღიძრას.