ეს გადაწყვეტილება 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ვანდალიზმია - შალვა ნათელაშვილი

  • 10 ივლისი 20:43

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და  თურქეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩეს ეხმაურება, რის მიხედვითაც  აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება.

„ეს გადაწყვეტილება 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ვანდალიზმი და 1453 წლის შემდეგ ფაქტობრივად კონსტანტინოპოლის ხელმეორე ოკუპაციაა. გაიგოს თურქეთმა და უპირველესად თურქის ტყავში გამოწყობილმა ქართველმა ერდოღანმა,რომ არა მარტო აია--სოფია არაა თურქული არამედ მათგან სტამბულად წოდებული კონსტანტინოპოლი, რომის იმპერიის, შემდგომ ბიზანტიის დედაქალაქი და მსოფლიო ქრისტიანობის ცენტრია“- წერს შალვა ნათელაშვილი.


ცნობისთვის, თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს აია-სოფიას ტაძრისთვის სტატუსის შეცვლის და კვლავ მეჩეთად გადაკეთების უფლება მიეცა. ერდოღანის ხელმოწერის შემდეგ ნაგებობის ისტორიის კიდევ ერთი, 85 წლიანი მონაკვეთი დასრულდება.