საზოგადოება ამ ბიჭს აღარ დატოვებს მარტო - ვახო სანაია

  • 10 ივლისი 20:23

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ექსპერტიზის პასუხს ეხმაურება და წერს, რომ საზოგადოების ვალია საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი.

„საზოგადოება ამ ბიჭს აღარ დატოვებს მარტო. როცა ცხოვრებაში ყველაზე მეტად უჭირდა, იმ წუთებში, სამწუხაროდ, დამხმარე არ აღმოაჩნდა, მაგრამ ახლა მაინც ჩვენი, ყველას ვალია, ეს ამბავი ბოლომდე მივიდეს.


სულ ესაა, რისი გაკეთებაც მისთვის შეგვიძლია“- წერს ვახო სანაია.



ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ექსპერტიზის პასუხების ფარგლებში დასმულ კითხვებზე უპასუხა. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, რომლებიც სასიკვდილო არ იქნებოდა. მირიან ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი არაგვში გადააგდეს. მისივე თქმით, პროკურატურის მიერ საქმის გადაკვალიფიცირება ოჯახისთვის მისაღებია. ამავდროულად ნიკოლაძე ამბობს, რომ საქმე კონკრეტულად 109-ე მუხლით უნდა აღიძრას.