გაინტერესებთ რას ეუბნებოდა ღმერთი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

  • horoskopi.ge
  • 10 ივლისი 19:01

ლეგენდის მიხედვით იყო დრო, როცა ღმერთი თორმეტი მოსწავლის წინ იდგა და თითოეულ მათგანში ადამიანური ცხოვრების მარცვალს თესავდა.

უფლის ამ სიტყვების შემდეგ ღვთის თორმეტივე შვილი წავიდა და თავის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.


ვერძო, შენ, 


გჩუქნი პირველ მარცვალს და მისი დათესვის პატივს. შენ პირველი იქნები, ვინც ადამიანის გონებაში ჩემი იდეით შეაღწევს. მაგრამ შენი საქმე არ არის იდეის გამოცდა ან ეჭვქვეშ დაყენება. კარგად შესრულებული საქმისთვის ჩემი წყალობა არ მოგაკლდება.


კურო, შენ, 


უფლებას გაძლევ მარცვალი აქციო მატერიად. შენი საქმე დიადია და მოთიხოვს მოთმინებას. შენ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, წინააღმდეგ შემთხვევაში დათესილი მარცვალი ვერ გაიხარებს. შუა გზაზე ეჭვი არ უნდა შეგეპაროს, არც აზრი შეიცვალო, არც სხვებზე უნდა იყო დამოკიდებული. ამისთვის მე უსაზღვრო ძალას გაძლევ. ის ბრძნულად გამოიყენე. 


…. და კურო დაუბრუნდა თავის ადგილს.


ტყუპებო, შენ, 


გაძლევ შეკითხვებს პასუხების გარეშე. შენ შეგიძლია ადამიანებს გაუღვიძო მათ გარშემო არსებული ვითარების აღქმის უნარი. ვერასოდეს გაიგებ რატომ საუბრობენ ან უსმენენ ადამიანები, მაგრამ კითხვებზე პასუხების ძიებაში შეიძენ ჩემგან ნაბოძებ ცოდნას.


…. და ტყუპები დაუბრუნდა თავის ადგილს.


კიბო, შენ,


გავალევ ნიჭს ასწავლო ადამიანებს ემოციები. სიცილი და ტირილი, შინაგანი გრძნობების გამოვლენა. გაძლევ ემოციების მარცვალს, რომ დათესო და გაამრავლო ის. 


…. და კიბომ დაიხია თავის ადგილსკენ.


ლომო, შენ, 


გექნება მისიად  სამყაროს ჩემი შემოქმედება მთელი თავის მომხიბვლელობით დაანახო. მაგრამ სიმაყესთან  ფრთხილად უნდა იყო და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ეს შენი კი არა ჩემი შემოქმედებაა. ამას თუ დაივიწყებ, ადამიანებს შეძულდები. მე რომელ საქმესაც გავალებ, ბევრ სიხარულს მოგიტანს, თუკი მას პირნათლად და სწორად შეასრულებ. ამისათვის მე პატივმოყვარეობას გაძლევ. 


…. და ლომი დაუბრუნდა თავის ადგილს.


ქალწულო, შენ, 


გთხოვ ყველაფრის შესწავლას, რაც ადამიანის მოდგმამ ჩემი შემოქმედების მიმართ ჩაიდინა. გულდასმით შეისწავლე მათ მიერ განვლილი გზა და მიუთითე შეცდომებზე, რათა ჩემმა შემოქმედებამ შეძლოს სრულყოფა. ამისთვის გაძლევ კეთილსინდისიერ აზროვნებას. 


…. და ქალწული დაუბრუნდა თავის ადგილს.


სასწორო, შენ,


გაძლევ მისიას, ადამიანებს გააგებინო მათი ვალდებულებები. ამ გზით ისინი თანამშრომლობას და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ისწავლიან. და საქმის კარგად შესრულებისთვის გაძლევ სიყვარულის უნარს. 


…. და სასწორმა დაიხია უკან.


მორიელო, შენ, 


გაძლევ ძალიან რთულ დავალებას. შენ სხვა ადამიანების გონებაში ჩახედვა შეგეძლება, მაგრამ საკუთარი უნარის შესახებ ხმამაღლა საუბარს გიკრძალავ!  ამ უნარის გამო ძალიან ბევრჯერ ტკივილს განიცდი. შენ  კაცობრიობა ისე კარგად გეცოდინება, როგორც ცხოველთა სამყარო. საკუთარ თავში ცხოველურ ინსტინქტებს ისე ძლიერად დაუწყებ ბრძოლას, რომ გზას დაკარგავ. მაგრამ, როცა საბოლოოდ დამიბრუნდები, უმაღლეს ჯილდოს მიიღებ ჩემგან. 


…. და მორიელი დაუბრუნდა თავის ადგილს.


მშვილდოსანო, შენ, 


გთხოვ, ადამიანები აიძულე იცინონ, რადგან ჩემი იდეების არასწორად გაგებისას ისინი ბოროტდებიან. ადამიანებისთვის იმედის მიცემა სიცილით და მხიარულებით უნდა შევძლოთ. ამისთვის მე გაძლევ ხალას ბუნებას და ღიმილს, რომ შეძლო ადამიანების ყველა ბნელ კუთხეში შეღწევა და მისი განათება. 


…. და მშვილდოსანი დაუბრუნდა თავის ადგილს.


თხის რქა, შენ, 


გთხოვ ოფლის ღვრამდე შრომას  იმისათვის, რომ სხვებსაც ასწავლო. ადამიანების შრომისმოყვარეობის განვითარებისთივს უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება, რისთვისაც ამტანობის უნარს გაძლევ.


…. და თხის რქა დაუბრუნდა თავის ადგილს.


მერწყულო, შენ, 


განიჭებ თავისუფლების უნარს. გაძლევ მომავლის წარმოდგენის უნარს, რათა ადამიანებს დაანახო სხვა შესაძლებლობები.  მარტოობის ტკივილი შენ ხშირად დაგტანჯავს, რადგან არ გაძლევ ჩემი სიყვარულის მითვისების უფლებას. თავისუფლებით შენ შეძლებ კაცობრიობას ემსახურო იქ, სადაც ეს საჭირო იქნება. 


…. და მერწყული დაუბრუნდა თავის ადგილს.


თევზებო, შენ, 


უნდა შეაგროვო დედამიწაზე არსებული ყველა დარდი და სევდა, და უკან დამიბრუნო. შენი ცრემლები ჩემი ცრემლები უნდა იყოს. დარდი, რომელიც მუდმივად გექნება - იქნება ადამიანებისთვის ჩემი იდეის შეხსენების ნიშანი.შენ აუცილებლად უნდა დაანახო თანაგრძნობა, რათა ხელახლა შეეცადონ შენთვის წუხილის და დარდის გაზიარებას. ამ ურთულესი დავალებისთვის, მე გაძლევ ნიჭს, რომლითაც, გამორჩეული იქნები დანარჩენებს შორის და მხოლოდ შენ შეძლებ ჩემს უსიტვყოდ გაგებას. გაგების ეს ნიჭი მხოლოდ შენ გექნება. 


…. და თევზები დაუბრუნდა თავის ადგილს.

სრული ვერსიის ნახვა horoskopi.ge