შეყვარებულის სპერმა, ხილი და იოგურტი - მეთოდი, რომელსაც ქალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად იყენებს

  • newposts.ge
  • 10 ივლისი 17:39

უცხოური მედია აქვეყნებს უცნაურ ისტორიას, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

 

გოგონა სისტემატურად სვამს მამაკაცის სპერმის, იოგურტისა და ხილისგან დამზადებულ სასმელს, რომელიც მისი აზრით, იმუნური სისტემის გაძლიერებისა და კორონავირუსული დაავადებისგან პრევენციისთვის არის განკუთვნილი.


32 წლის ინგლისელი ტრეისი ქეისი აცხადებს, რომ ის უკვე 3 წელია რაც არ გაციებულა და არც რაიმე ვირუსით დაავადებულა. მისი თქმით, ამ უნიკალური ელექსირის წყალობით, არც კორონავირუსის ეშინია, რადგან კვირაში 3-ჯერ სვამს ზემოთხსენებულ სასმელს, რომლის მთავარ „ინგრედიენტს“ მისი შეყვარებულის მიერ „ნაჩუქარი“ სპერმა წარმოადგენს.


ტრეისი, რომელიც პროფესიით პირადი მწვრთნელია, აცხადებს: „იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მე ვიპოვე უფასო და ვეგანური ალტერნატიული მეთოდი. თქვენ ყოველთვის არ იცით, რას წარმოადგენს ფარმაცევტული სამედიცინო პრეპარატი - თქვენივე სხეულისთვის უმჯობესია მიიღოს ისეთი რამ, რაც არ შეიცავს ქიმიკატებს“.


როგორც ტრესი ამბობს, ხშირად არ უწევს შეყვარებულთან ერთად ყოფნა, რის გამოც იგი შეყვარებულის სპერმას სპეციალურ კონტეინერებში ყინავს, რომელთა გალღობის შემდეგ ამზადებს სპეციალურ კოქტეილს.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge