ორი შესანიშნავი ბიძა მყავდა - როგორ გამმართლებია და არ მცოდნია - ნიკა გვარამია

  • 10 ივლისი 17:30

სამაუწყებლო კომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ბრიფინგის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გვარამია წერს, რომ ბიძებში მას უბრალოდ ძალიან გაუმართლა.


„ორი შესანიშნავი ბიძა მყავდა. ერთერთის გაზრდილი ვარ, ფაქტიურად. ისედაც ძალიან მიყვარდა და ახლა ასჯერ მეტად მიყვარს. როგორ გამმართლებია და არ მცოდნია“, - წერს გვარმია.



19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ექსპერტიზის პასუხების ფარგლებში დასმულ კითხვებზე უპასუხა. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, რომლებიც სასიკვდილო არ იქნებოდა. მირიან ნიკოაძე ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი არაგვში გადააგდეს. მისივე თქმით, პროკურატურის მიერ საქმის გადაკვალიფიცირება ოჯახისთვის მისაღებია. ამავდროულად ნიკოლაძე ამბობს, რომ საქმე კონკრეტულად 109-ე მუხლით უნდა აღიძრას.