შაქარაშვილი ბიძა: გიორგი შაქარაშვილი მოკლულია

  • 10 ივლისი 17:03

შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მედიასთან საუბრისას განმარტავს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია.

მისი თქმით, გიორგის სიცოცხლეში მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, რამაც გამოიწვია ლატელური შედეგი.


„გიორგის მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდეგ გადააგდეს წყალში. გარდაცვალების მიზეზი კი ასფიქსიაა. თუმცა მანამდე, სანამ გიორგი ცოხალი იყო, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოჯახს აქვს კონრეტული მოთხოვნა. 6 მათგანი, რომლებიც გამოეკიდნენ ბავშვებს, ბრალდებული უნდა იყვნენ 109 მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ეს დაზიანებები ისეთია, რომ წარმოუდგენელია დაგორებით გამოწვეულიყო, ამიტომ მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ბრალდებული. საქმის კვალიფიკაცია, რომელიც შემოგვთავაზა პროკურატურამ სწორია, თუმცა ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას გიორგის განზრახ მკვლერლობის გამო.“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ბრიფინგზე.


ცნობისთვის, 10 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, რის თანახმადაც  გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.


მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.