ავარია სამეგრელოში - დაღუპულია 2 ადამიანი

  • pia.ge
  • 10 ივლისი 17:00

სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.


მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რომელიც გულისხმობს „ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.  


276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა შედეგით დასრულდა ავარია. მინიმალური სანქცია 500-ლარიანი ჯარიმაა, მაქსიმალური - 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge