აბიტურიენტების ნაწილი კარანტინში გადაჰყავთ

  • inforustavi.ge
  • 10 ივლისი 16:09

ახალი ამბების სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთაველი აბიტურიენტების ნაწილი საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავთ.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, გარდაბნის მკვიდრია და ვირუსით  ბებიისგან დაინფიცირდა. გოგონა რუსთავის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე იმყოფებოდა.


აღსანიშნავია, რომ რუსთავის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემდღეს განათლების სამინისტროში  ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


 

სრული ვერსიის ნახვა inforustavi.ge