აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მთავარმა არხმა გახსნა - ნიკა გვარამია

  • 10 ივლისი 15:54

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქაშვილის საქმეზე, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურა.

„ყველაფერი მთავარმა არხმა მოიგონა ხომ? არადა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მთავარმა არხმა გახსნა. სხვა ოპოზიციურმა ჟურნალისტებმა და ტელევიზიებმაც, ცხადია. ახლა, დარჩა მთავარი პასუხგაუცემელი შეკითხვა: რატომ აღმოჩნდნენ ტელევიზიები საქმის გამომძიებლები და რატომ არ გაიხსნებოდა საქმე, რომ არა მედიის აგრესიული შეტევა გამოძიებაზე? ანუ:ვინ აფარებდა ხელს მკვლელებს და ვინ აიძულებდა და დღესაც აიძულებს გამოძებას კვალის არევას?


ps და ბიძა და დამოუკიდებელი ექსპერტი აქამდე რომ იძახდნენ, არავითარი დაზიანების კვალი არაა სხეულზეო, ახლა რას ყვებიან, უამრავი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება რომაა სხეულზე? „ფეხი დაუცდა“ ვერსიას რომ განიხილავდნენ ძრითად ვერსიად, ახლა რას ეუბნებიან საზოგადოებას?!“- წერს ნიკა გვარამია.



ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.