"რა არის გასაკეთებელი" - ზურა გირჩი ჯაფარიძის მოსაზრება

  • 23 ნოემბერი 00:24

„რის გამოც ხალხი არ ენდობა დროებით ოპოზიციურ გაერთიანებას - არის შიში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„რა არის გასაკეთებელი (გარდა იმისა რაც კეთდება) - ნაწილი I


ერთ-ერთი მთავარი კოზირი ივანიშვილის ხელში არის ნაციონალური მოძრაობისგან საფრთხობელას შექმნა.


ყველასთვის გასაგებია რომ ოპოზიციურ ფლანგზე ერთერთი მთავარი ძალა სწორედ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობაა.


არცერთ ჭკუათმყოფელს არ სჯერა, რომ ამჟამად არსებულ ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი ერთ-კაციანი პარტიები, მართლა პარტიებია და მართლა რამეს წარმოადგენენ (თუმცა იქ ნამდვილად არის რამდენიმე პარტია თუ მოძრაობა, რომელიც ღირებულ ძალას წარმოადგენს).


მათი დანიშნულება სინერგიის ეფექტის შექმნაა და შესაძლოა ეს მოსახლეობის მცირე ნაწილზე მართლაც მოქმედებდეს.


მათი მიზანი პარლამენტში მოხვედრა, იდეალურ შემთხვევაში კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მიღება, რამდენიმე-წლიანი საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვება და პოლიტიკურ არენაზე გაცოცხლება/ზედაპირზე თავის შენარჩუნებაა.


გირჩს სხვა მიზნები აქვს, ჩვენ სხვა თამაშს ვთამაშობთ, მაგრამ რადგან სხვები თვლიან რომ ასეთი ტიპის სინერგიის ეფექტი მნიშვნელოვანია - that’s fine with us


პრობლემა სხვაგანაა


ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მოგებას სჭირდება ხალხის ნდობა.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ხალხი არ ენდობა დროებით ოპოზიციურ გაერთიანებას (და სწორედ ამას იყენებს ივანიშვილი) - არის შიში ნაციონალური მოძრაობის მიმართ.


‘ბიძინა ცუდია, მაგრამ ის უარესია’ - ეს ამბავია


ლეგიტიმური შიშია - ადამიანებს არ სჯერათ რომ ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე (ახალი სახეების წინ წამოწევა და შიდაპარტიული რესტრუქტურიზაციები ამას არ შველის) + ადამიანებს არ სჯერათ რომ სააკაშვილი შეიცვალა (ადამიანები იშვიათად იცვლებიან გარკვეული ასაკის შემდეგ)


ეს შიში არის გასანეიტრალებელი, თუ მართლა, გულწრფელად გვინდა რომ 1. ბიძინა გავუშვათ და 2. აღარ დავუშვათ ძალაუფლების ხელახალი კონცენტრაცია იმ პოლიტიკური ძალის ხელში, რომელიც მანამდე იყო ხელისუფლებაში (თავადაც ამბობენ რომ აღარ უნდათ ‘ისე’)


ამისთვის აუცილებელია გარანტიის მიღება რომ ივანიშვილის გაშვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდება პორკურატურა, პოლიცია და სუსი - ანუ თოფიანი და/ან ‘ჟუჩოკიანი’ ხალხი


არავის ეშინია ყვითელ-ჟილეტიან-ჩაფხუტიანი სააკაშვილის რომელიც ახალ-დაგებულ ავტობანს ხსნის; ეშინიათ სააკაშვილის, რომელიც პოლიციას ნულოვანი ტოლერანტობის ბრძანებას აძლევს


ამ მომენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ როგორ აფასებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, ვის რისი სჯერა და რა მიაჩნია ჭორად.


ფაქტია - ძალოვანების და ფარული მიყურადების ნაწილში ამდენი წლის გასვლის შემდეგაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ დაიბრუნა მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობა.


გარანტიის მექანიზმი უნდა იყოს გასაგები და დამაჯერებელი ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.


მე უნდა დავიჯერო.


ეს ვერ იქნება უბრალოდ საჯარო განცხადება, ბევრად მეტია საჭირო (არ მაქვს ჯერ მოფიქრებული რა, მაგრამ შეგიძლიათ ყველამ იფიქროთ)


ჰო, ’ახლა ამის დრო არაა’ - პასუხი არაა


სწორედ ახლაა ამის დრო


ჩვენ უნდა მივიღოთ გარანტია, ხოლო ივანიშვილმა უნდა დაკარგოს ეს კოზირი


პ.ს. ნაწილი II ცალკე დავდებ, მალე“, - წერს სოციალურ ქსელში ზურა გირჩი ჯაფარიძე.