რაზე მეტყველებს თქვენი ფჩხილის ფორმა და ფერი

  • sputnik-georgia.com
  • 22 ნოემბერი 23:09

ძველი ინდოეთის ხალხი მიიჩნევდა რომ ფრჩხილები - ეს ძვლების სარკეა, და რომ მათით შეიძლება დადგინდეს, რა მდგომარეობაში აქვს ადამიანს ძვლები.

ვნახოთ, რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ფრჩხილის ფერი თუ ფორმა:

1.თეთრი წერტილები ფრჩხილებზე - შესაძლოა მიუთითებდეს თუთიისა და კალციუმის ნაკლებობაზე ორგანიზმში
 
2. კოჟრი ან ხორცმეტი ფრჩხილზე უჩნდებათ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვთ
 
3. თუ ფრჩხილი თუთიყუშის ნისკარტივითაა მომრგვალებული, ესე იგი ადამიანს ქრონიკული ხველება აწუხებს
 
4. გირჩის ფორმის ფჩხილი მიანიშნებს, რომ მფლობელს სუსტი გული ან ფილტვები აქვს
 
5. თუ ფრჩხილზე სიგრძივი ზოლები გაგიჩნდათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, ვინაიდან ეს პირდაპირ მიანიშნებს საკვების ცუდად ათვისებაზე
 
6. ნახვრეტები ფრჩხილზე ელენთის პათოლოგიაზე მეტყველებს
 
7. თუ ფრჩხილის ძირი თეთრია ოღონდ მუქი ზოლებით, ეს შესაძლოა ღვიძლის პრობლემაზე, მაგალითად, ჰეპატიტზე მიანიშნებდეს
 
8. ყვითელი ფრჩხილები - თუ სოკოვან დაავადებას გამოვრიცხავთ, ეს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის მძიმე დაავადებაზე, ფილტვების პრობლემაზე, დიაბეტზე ან ფსორიაზზე მეტყველებდეს;
 
ცისფერი ან იისფერი ფრჩხილი გატყობინებთ, რომ ორგანიზმს ჟანგბადი აკლია. გარდა ამისა, თუ ის ძირში გაცისფრდა, ეს შესაძლოა დიაბეტის ნიშანი იყოს
 
9. სუსტი, მტვრევადი ფრჩხილები ღრმა, გრძელი ნაპრალებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე მიუთითებს
 
10. ფრჩხილებს ქვეშ მუქი ზოლები - სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიოთ, ვინაიდან ეს შესაძლოა მელანომით, კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმით იყოს გამოწვეული
 

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com