კახა კალაძე პატარა ანიტას დაეხმარება

  • 22 ნოემბერი 22:49

დედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან.


"ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება", – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.


შეგახსენბთ, რომ პატარა ანიტას უმძიმესი დაავადება –დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინეს და მკურნალობისთვის დიდი თანხა სჭირდება.