"აღარ გადადოთ"- ირინა ონაშვილს ახალი ჰობი აქვს

  • 22 ნოემბერი 22:30

"მის საქართველო 2003"-ს ირინა ონაშვილის ახალი გატაცება აქვს ამის შესახებ ის საკუთარ "instagram"-ზე  წერს "აღარ გადადოთ და დაიწყეთ ვარჯიში დღეს". 

16 წლის წინ დაწყებული კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება. მოდელი საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ზრუნავს. Instagram-ის პირად გვერდზე თავის მოვლის საშუალებებს ხშირად აქვეყნებს და სილამაზის ხრიკებს ქალბატონებს დაუზარებლად უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ ირინა ონაშვილმა მარტივად დაიკლო. მის გარეგნობაში სოციალური ქსელის ყველაზე კრიტიკული მომხმარებლებიც კი მინუსებს ვერ ხედავენ.


ონაშვილმა,  Instagram-ის პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ, კრივზე დადის.


"აღარ გადადოთ და დაიწყეთ ვარჯიში დღეს!“ – წერს ირინა ონაშვილი.