"მეფე ნარიმანის და "გირჩის" ბიბლიური თავისუფლებას შორის რა განსხვავებაა ? არავითარი ორივე სექტაა

  • 22 ნოემბერი 22:08

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ სირბილაძე პოსტს აქვეყნებს სადაც ეხმაურება სამტრედიაში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს:

"მეფე ნარიმანის და ბიბლიური თავისუფლებას შორის რა განსხვავებაა ? არავითარი . ორივე სექტაა . მეორე პირველისგან იმით განსხვავდება ,რომ რელიგიურ ფანატიზმში არ გადადიან , ჯაფარიძის სახლის ფანჯრებთან "ზურა ჩემო თვალხატულა და ლამაზო''-ს არ გაიძახიან . თავის პონტში "ატრაკებენ" ნუ ...


რატომაა სექტა ? არც ბუდაა, არც კრიშნა,არც ისლამი, არც რა. მსოფლიო რელიგიების დამახინჯების ხარჯზე შექმნილი ყველა მიმდინარეობა სექტაა კი .


ეხლა რა ხდება .ჩემთვის 24 წლის ბიჭის სიკვდილი უკვე ტრაგედიაა, რომელი რელიგიის ან მიმდინარეობის წარმომაგენელიც არ უნდა იყოს ის . ის პატარა ალქაიდას წევრები რომ თავებს იფეთქებენ ,მაგასაც ტრაგედიად ვთვლი მე პირადად და მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს დღევანდელი საპატროარქოს მიმართ , მიუხედავად იმისა რომ ბევრი მღვდელმსახურის საქციელი არ მომწონს , ქრისტიანი ვარ ,მწამს ღმერთი და ამას ვერავინ ვერასდროს ვერ ამიკრძალავს .


ასევე ვიცი ,რომ განდეგილებს ეკლესია წესს ვერ აუგებს , საპატრიარქოს ახლანდელ მღვდლებს ეგ არ მოუგონიათ , მოციქულები საუბრობდნენ ამაზე . ბიბლიური თავიაუფლების მღვდელმსახური იყო ის საცოდავი ბიჭი . საკუთარი ნებით აირჩია ის რაც იყო, გარდაიცვალა და ვერ ვკითხავთ რა სურდა. იქნება და არ სწამდა მართმადიდებლური ეკლესიის ხალხო ,იქნება და არ უნდოდა ?


რა მოსატანია, მაგრამ სახელი არ მახსოვს ,ის ტრანსგენდერი გოგო რომ გარდაიცვალა და კაცის ტანსაცმლით დამარხეს, ხო ავჩოჩქოლდით ? მე მაგალითად არ მინდა ოჯახის წევრების ნების მიხედვით დამასაფლავონ. სულ რომ საბალეტო კოსტიუმით მინდოდეს დამარხვა 200კილოიან ქალს .


არ ვიცი იმ ბიჭის თავს რა ხდებოდა, მაგრამ მე რომ მღვდელი ვიყო , თუ მისი დედა მოვიდოდა და მეტყოდა, ჩემს შვილს სწამდა ქრისტე, უბრალოდ ჰქონდა პროტესტი თქვენივე წყალობით დამახინჯებული ეკლესიის მიმართ, ავუგებდი წესს კი, წესსაც ავუგებდი და დარჩენილი ცხოვრებაც ვილოცებდი მისი სულისთვის.


ესაა ჩემი კომენტარი. რაც არ უნდა წეროთ ეხლა რომ სისულელე დავაბრეხე, ეს ჩემი აზრია.


მადლობა ყურადღებისთვის"-წერს მარიამი სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში 24 წლის ბიჭი რამდენიმე კვირის წინ ისე დაკრძალეს, რომ ეკლესიამ წესი არ აუგო.


გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს "გირჩის ეკლესიის - ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან გათავისუფლებულიყო.