მეცნიერებმა ერთ გალაქტიკაში სამი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
- imedinews.ge
- 22 ნოემბერი 21:56
გალაქტიკა NGC 6240 მზიდან 300 მილიონი მზის სინათლის მანძილზე მდებარეობს. სავარაუდოდ ის ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ამის გამო სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ასეთი შერწყმის გამო გალაქტიკაში ორი ხვრელი იქნებოდა (თითო ხვრელი „მშობლიური“ გალაქტიკებიდან), მაგრამ დაკვირვების შედეგად მესამეც აღმოაჩინეს.
თითოეული ხვრელი მზეზე 90 მილიონჯერ მასიურია. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან განლაგებულნი - 3 000 სინათლის წელიწადის დიამეტრის მონაკვეთზე.