ფაუჩი: აშშ კოვიდ 19-ის პირველი ტალღიდან ჯერ არ გამოსულა

  • imedinews.ge
  • 9 ივლისი 22:54

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ კორონავირუსის პირველი ტალღიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა.

„ხალხი მეორე ტალღაზე კითხვებს სვამს და მათ ვპასუხობ: რატომ საუბრობთ მეორე ტალღაზე? ჯერ კიდევ პირველი ტალღიდან არ გამოვსულვართ“, - განაცხადა ფაუჩმა.


სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურდა, აქედან 132 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge