კაცებს ქალებზე უკეთესი იუმორის გრძნობა აქვთ - მეცნიერების კვლევა

  • 22 ნოემბერი 21:07

კაცებს ქალებზე უკეთესი იუმორის გრძნობა აქვთ, აღნიშნულ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები რამდენიმე კვლევის ჩატარების შემდეგ მივიდნენ.

მკვლევარები მონაწილეებს სთხოვდნენ შეეფასებინათ ამა თუ იმ პიროვნების იუმორი ისე, რომ მათთვის ცნობილი არ იყო ამ პიროვნების სქესი. სხვა კვლევებში ხუმრობებს სპეციალური ჟიური აფასებდა ისე, რომ მათთვისაც არ იყო ცნობილი ხუმრობის ავტორის სქესი.


მკვლევარებმა მიღებული შედეგების გაანალიზების შემდეგ დაასკვნეს, რომ კაცების საშუალოდ 63% უფრო მხიარული და უკეთესი იუმორის გრძნობის პატრონია, ვიდრე  ქალების უმეტესობა.


ბუნებრივია, კვლევის ავტორებს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ თავს.


მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელს აღნიშნულთან დაკავშირების განმარტების გაკეთება მოუხდა.


"კვლევა არ ამტკიცებს, რომ ქალებს იუმორის გრძნობა არ აქვთ, ან არ შეუძლიათ შესანიშნავი კომიკოსები იყვნენ. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ქალ კომიკოსს, რომლებსაც დიდი ალბათობით უკეთესი იუმორის გრძნობა აქვთ, ვიდრე კაცების 99%-ს. კვლევის შედეგები უბრალოდ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ საშუალოდ კაცები უფრო კარგად ხუმრობენ, მაგრამ არც ეს არის სრული ჭეშმარიტება", -განაცხადა მან.