კვლევა: ძილის ნაკლებობა ტვინს აზიანებს

  • fortuna.ge
  • 22 ნოემბერი 20:59

ახალი კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ძილის ნაკლებობის დროს ტვინის გარკევული უბნები ჰიპერაქტიურ რეჟიმში მუშაობენ, რაც საბოლოოდ მათ "გადაწვას" და ჯანსაღი უჯრედების დაზიანებას იწვევს.

აღნიშნულ დასკვნამდე მეცნიერები თაგვებზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ. ისინი მღრღნელების ორ ჯგუფს აკვირდებოდნენ, რომელთაგანც ერთს ძილის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ ჯგუფში შემავალი თაგვების თავის ტვინის აქტივობაზე დაკვირვებით დადგინდა, რომ გლიალური უჯრედების ორივე ტიპი: ასტროციტებიც და მიკროგლიალური უჯრედებიც გაცილებით სწრაფად მუშაობდნენ და ამ პროცესში "ჭამდნენ" ტვინის ჯანსაღ უჯრედებს.


თაგვების იმ ჯგუფში, რომლებსაც ძილში ხელი არ ეშლებოდათ, გლიალური უჯრედების აქტივობა ნორმის ფარგლებში იყო.


"მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმედღიანი უძილობის შედეგების აღმოფხვრა უმტკივნეულოდაა შესაძლებელი, ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებამდე ან თავის ტვინის ფუნქციონირების სხვა სახის დარღვევამდე მიგვიყვანოს“, – გვაფრთხილებენ მეცნიერები.


აქვე ისინი გვთავაზობენ ე.წ. "ძილის შკალას", რომლის თანახმადაც:


ახალშობილს დღე-ღამეში 14-17 საათი უნდა ეძინოს, ჩვილს კი 12-18 საათი.


1-2 წლის ასაკის ბავშვებისათვის 11-14 საათი ძილია რეკომენდირებული, ბაღის ასაკის ბავშვებისათვის 10-13 საათი, ხოლო სკოლის მოსწავლეებისა და თინეიჯერებისათვის 9-11 საათი.


ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია დღე-ღამეში 7-9, ხოლო ასაკოვანი ადამიანებისათვის 7-8 საათიანი ძილი.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge