Baskonia: დიდი მადლობა მეგობარო - თორნიკე შენგელია ამ კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით არის დაწერილი

  • 9 ივლისი 21:51

„ბასკონია“ გუნდის ქართველ წევრს თორნიკე შენგელიას ემშვიდობება. კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში თორნიკე შენგელიას მიღწევებია ჩამოთვლილი. გუნდი შენგელიას მასთან გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ თორნიკე შენგელიას სახელი ბასკონიას ისტორიაში ოქროს ასოებით არის დაწერილი.


თორნიკე შენგელიას „ბასკონია“-დან ახალ საფეხურხზე გადასვლა ოჯახურ ვითარებაშიც აღნიშნეს. სპრტსმენის მეუღლემ სალომე ჯუღელმა, ოჯახურ გარემოში გადაღებული ფოტოების საჯაროდ გამოქვეყნა და ესპანურ გუნდს თავის მხრივ მადლობა გადუხადა. მეუღლეს კი მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატება უსურვა.





2012 წლის 28 ივნისს, ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ფილადელფია სიქსერსის მიერ 54 ნომრად აირჩიეს. შემდეგ ფილადელფია სიქსერსმა იგი გაცვალა ბრუკლინ ნეტსის სხვა კალათბურთელში. 18 ივლისს შენგელიამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ბრუკლინ ნეტსთან.


2014 წლიდან კი, შენგელია ესპანური კლუბის ღირსებას იცავს. ქართველი სპორტსმენი NBA-ში (ბრუკლინ ნეტსსა და ჩიგაკო ბულზში) გატარებული ორი სეზონის მემდეგ, სათამაშოდ ისევ ევროპაში დაბრუნდა.


საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდი, რომელსაც ესპანურ ვალენსიაში, ბელგიურ შარლერუასა და პეპინტსერში უთამაშია, 9 ივლისის შემდეგ კარიერას ბასკონიადან რუსეთის გუნდ „ცსკა“-ში განაგრძობს.