ექიმი: მხოლოდ ერთი დამწვრობა ბავშვობის ასაკშიც კი აორმაგებს კანის კიბოს

  • 9 ივლისი 20:57

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია აღნიშნავს, რომ ბავშვობაში მზისგან მიღებული დამწვრობა ზრდასრულ ასაკში კანის კიბოს რისკს აორმაგებს. მედიკოსი მშობლებს მზისგან პატარების დაცვის რამდენიმე ხერხს სთავაზობს.

„მხოლოდ ერთი დამწვრობა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკშიც კი აორმაგებს კანის კიბოს, კერძოდ მელანომის განვითარების რისკს ცხოვრების გვიან ეტაპზე.


ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვების დაცვა მზის სხივებისგან:


1. დაახურეთ ქუდი;


2. გაუკეთეთ მზის სათვალე;


3. ჩააცვით გრძელსახელოებიანი მაისური;


4. სისტემატიურად გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალება - SPF30, UVA+UVB.


მზისდამცავი აარჩიეთ შემადგენლობის მიხედვით. უფრო ძვირი არ ნიშნავს უკეთესს.“