თუ ეს CSKA არის, რატომ თამაშობს აქ დაახლოებით 4-5 ამერიკელი - ყაველაშვილი შენგელიაზე

  • formulanews.ge
  • 9 ივლისი 20:02

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას რუსულ CSKA-ში გადასვლა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. 

დეპუტატისთვის გაუგებარია ის აურზაური, რაც ქართული საზოგადოების მხრიდან კალათბურთელის გადაწყვეტილებას მოჰყვა. 


„მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი და მინდა წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო. დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს CSKA არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით 4-5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?


თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა. ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი," - განაცხადა ყაველაშვილმა.


ქართველი კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ესპანური „ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ „ცსკა"-ში გადავიდა.

სრული ვერსიის ნახვა formulanews.ge