როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები?

  • formulanews.ge
  • 9 ივლისი 19:51

„როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები და რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი პანდემიის პერიოდში“ - ამ სათაურით ახალი ამბების სააგენტო „ფორმულანიუსი“ მასალას აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, თუ რა პრობლემები შეუქმნა პანდემიის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა საბავშვო ბარებსა და აღსაზრდელის მშობლებს. მასალის მიხედვით, ჯერჯერობოთ უცნობია სექტემბერში შეძლებენ თუ არა მშობლები აღსაზრდელების დაწესებულებაში მიყვანას.


ბაღების მართვის საგენტოში აცხადებენ, რომ საჯარო დაწესებულებები სექტემბრისთვის სწავლის განახლებისთვის მზად არიან, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციისგან ნებართვას ელოდებიან. 


ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბაღების გახსნის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.


24 ივნისს კერძო ბაღების გახსნისა და რეკომენდაციების შემუშავების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ამ დრომდე უცნობია როდის, ან რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი.

სრული ვერსიის ნახვა formulanews.ge