როდის მანიპულირებს ბავშვი მშობლით და როგორ იძენს ის ამ ჩვევას?

  • cerebrum.ge
  • 9 ივლისი 19:33

გვერდი ცერებრუმი, რომელიც ბავშვთა ფსიქიკისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მასალებს აქვეყნებს ამჯერად, პატრების მიერ მშობლების მანიპულირების საშუალებებზე წერს სტატიას.

გამოცემის მიხედვით, როდესაც მცირეწლოვანი სასურველ ნივთზე ან აქტივობაზე მშობლისგან უარის მიიღებს იწყებს ტირილს, ბრაზის გამოხატვას, ჩხუბს, ყვირილს. ასეთ დროს მშობელი ხშირად არჩევს ბავშვის სურვილის ასრულებას.


მეცნიერების თქმით, მშობლის „დათმობაზე“ წასვლით ბავშვები იძენენ ქცევის ე.წ. „პატერნს.“ პატარები ხვდებიან, რომ სასურველის მისაღებად საკმარისია იტირონ, გამოხატონ ნეგატიული ემოციები, რათა მშობლები დაიყოლიონ.


გაუთვიცნობიერებლად, ბავშვები სწავლობენ მანიპულირების გზებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში ყოველდღიურობას მოარგონ.

სრული ვერსიის ნახვა cerebrum.ge