რობი უილიამსმა საშობაო სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო

  • imedinews.ge
  • 22 ნოემბერი 18:31

ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გერმანელ მუსიკოსთან ჰელენა ფიშერთან ერთად YouTube -ზე საშობაო სიმღერა Santa Baby-ს მიხედვით გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა.

შემსრულებლები სტუდიაში არიან, ამიტომ მაყურებელს შეუძლია იხილოს, როგორ ხდება პროფესიონალურ დონეზე ხმის ჩაწერა.  Santa Baby პირველად 1953 წელს ერტა კიტმა შეასრულა. სიმღერა რობი უილიამსის მე-12 ალბომში შევიდა. 


სამწლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანელმა მომღერალმა რიგით მე-12 ალბომი ჩაწერა. ბოლო ალბომი The Heavy Entertainment Show მან 2016 წელს გამოუშვა. 


სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge