გთხოვთ, მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს რომ სულმთლად გაგიჟდა - მარიამ კუკუნაშვილისა და დაკავებული დეპუტატის დაპირისპირება

  • 8 ივლისი 23:54

დაკავებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მარიამ კუკუნაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

 

კუკუნაშვილმა მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში ამხილა.


თავად კი აღნიშნა, რომ ამ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკური სარჩული აქვს და კუკუნაშვილი დეზინფორმაციას აქვეყნებს.


„მოგესალმებით მეგობრებო. მოკრძალებით გთხოვთ მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს რომ სულმთლად გაგიჟდა. ძალიან მიყვარს მაინც და მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს.“- წერს გრემელაშვილი.


ამ პოსტთან დაკავშირებით, თავისტავად მარიამ კუკუნაშვილმა გამოთქვა მოსაზრება და დაწერა ფეისბუკში, რომ პოლიციამ ამოიღო ის მუქარის ესემესი, რა დროსაც გრემელაშვილი შვილებს ემუქრებოდა. მისი თქმით გრემელაშვილმა უნდა დაამტავროს სპექტაკლების დადგმა.


„პოლიცია დასდევს გაქცეულია, სახლში ჩხრეკა ჩატარდა სამი იარაღი ამოიღეს და მისი ნაცემ დალურჯებული შვილები ცხვირწინ მისხედან და დიდი ბოდიში,, მაგრამ ძალადობა და ქალების ცემა ნაც ქოცობით არ პრავდება. შენი შვილების ტელეფონიდან ამოიღო პოლიციამ მესიჯები დახოცვით, გადაწვით და განადგურებით რომ ემუქრები...იმ ზომამდე ნუ მიმიყვან ეგ მესიჯებიც აქ გამოგიქვეყნო მორჩი სისულელეების წერას და ბოდიშს და გავგიჟდი და მიმკურნალეთს მიაწექი..“- წერს კუკუნაშვილი.