ვიდეოში აღმოჩენილი თეთრპერანგიანი კაცი „კაწრო“ არ არის

  • 2020news.ge
  • 8 ივლისი 22:08

„2020NEWS-სთან“ საუბრისას გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ გამოძიებამ თეთრპერანგიანი მამაკაცის შესახებ მანამდე იცოდა, სანამ კადრები ტელევიზიით გასაჯაროვდებოდა.

 

 

 

„ვიდეოს შესახებ გამოძიებამ, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში სიუჟეტის გასვლამდეც იცოდა და ისიც იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი პიროვნება. ის ბერა ივანიშვილის მეგობარი „კაწრო“ არ არის“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.


- რამდენად მნიშვნელოვანია გიორგის საქმისთვის ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ გამოკითხვა და გამოძიების მხრიდან ამ ნაბიჯს როგორ შეფასებთ, როგორც იურისტი?


- ვფიქრობ, რომ როგორც აუცილებლობა, ისე შეფასდება, ვინაიდან ამდენი ხანია, ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს და ახსენებს ადამიანების გარკვეულ წრეს. აქ მარტო ამ ადამიანზე არ არის საუბარი, გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს.


- კადრები,სადაც გური ამირხანაშვილს ვიღაც თეთრპერანგიანი უახლოვდება და 4 წუთის განმავლობაში, ტრაგედიის ღამეს, ელაპარაკება უკვე თბილისში, შეფასებული იყო გამოძიებაში?


 - რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს., თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს.


 


ცნობისთვის,  შსს-ში იკითხება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“. ის უწყებაში „მთავარი არხის“ გავრცელებული სკანდალური ვიდოეჩანაწერის გამო დაიბარეს.


ვიდეოში, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მოწმე გურამ ამირხანაშვილთან მიდის სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსული უცნობი მამაკაცი, რომელთანაც ის, დაახლოებით, 4 წუთი ლაპარაკობს. „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს მამაკაცი, სავარაუდოდ, ავთო ბილანიშვილია.


ბილანიშვილის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ „კაწრო“ ამ დროს დიდუბეში საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის უტყუარი მტკიცებულება არსებობს.


 
სრული ვერსიის ნახვა 2020news.ge