რა ფიქრები არ გაძინებთ შუაღამემდე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

  • regarder.ge
  • 8 ივლისი 18:59

ასტოლოგებს თუ დავუჯერებთ, ზოდიაქოს ნიშნების ფიქრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ყველას თავისი აკვიატებული აზრები აწუხებს, რაც ხშირად შუაღამემდე არ გაძინებთ.

ვერძი: ვერ გაგირკვევიათ ტრამპი მოიგებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ ჯო ბაიდენი, ან ქანიე უესთს რაღა უნდა?! ვერაფრით იძინებთ ამ ფიქრების გადამკიდე.


კურო: „საზამთრო რომ გავწურო, წვენი უფრო გემრიელი იქნება თუ ის, რაც დამრჩება?“ – ეს კითხვა გტანჯავთ. გირჩევთ გაწუროთ და პრაქტიკაში მიიღოთ პასუხი.


ტყუპები: „ინსტაგრამზე“ „ქრაშების“ გვერდების დაუსრულებლად სქროლვის გამო ვერ იძინებთ.


კირჩხიბი: ცნობილ ადამიანებზე ფიქრი არ გასვენებთ და მათ გონებიდან ვერასდროს იგდებთ. „ტიმოთე შალამე სჯობს, თუ ბრედ პიტი, შვილს ტიმოთე ხომ არ დავარქვა?“ – ასეთ ფიქრებში ხართ მთელი ღამე და თავზეც გათენდებათ.


ლომი: საკუთარი წარმატებებით ხართ თავბრუდახვეული და ბედნიერებისგან ვერ იძინებთ.


ქალწული: ყველანაირი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება გიყვართ, ექსპერიმენტებს ატარებთ, რის გამოც ხშირად ალერგია გაწუხებთ და დაძინებას ვერ ახერხებთ.


სასწორი: ფიქრობთ, რატომ დაშორდით შეყვარებულს, რომელიც წლების წინ გყავდათ, ვერ იხსენებთ მიზეზს, მერე „ფეისბუქზე“ მის გვერდს ათვალიერებთ. შემთხვევით მოწონების ღილაკს აჭერთ, მერე ისევ „ანლაიქს“ აკეთებთ და მერე მთელი ღამე საკუთარ თავს ეჩხუბებით.


მორიელი: საკუთარ თავს ეკითხებით – „სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი? იქნებ ბრუნვადი არაა და მხოლოდ ვერტიკალურია და როგორ არის ბრუნვადი?“. გირჩევთ, არ იფიქროთ, დაიძინეთ.


მშვილდოსანი: ღამით სოციალურ ქსელებში გამოძიებას ატარებთ. შედეგად ყველაფერი იცით – ვინ ვისი შეყვარებულია, ვინ ვის დაშორდა, ვინ იჩხუბა, ვინ შერიგდა. ყოველთვის ყველაზე გაქვთ ინფორმაცია. დაზვერვის თანამშრომელს შეშურდება თქვენი ინფორმირებულობის.


თხის რქა: არაფერზე არ ფიქრობთ. ძალიან დაღლილები ხართ სამსახურისგან და მაშინვე იძინებთ.


მერწყული: „ნეტავ ოკეანის გადაცურვას შევძლებ? ვამპირი მოერევა, თუ დევი?“ – ეს თქვენი ღამეების მთავარი კითხვები და უძილობის მიზეზებია.


თევზები: ათვალიერებთ სოციალურ ქსელებში უცოლოდ დარჩენილ პრინცებს, მერე მათ სასახლეებს და ფიქრობთ, როგორ მიაღწიოთ რომელიმე მათგანის გულამდე. ამასობაში კი თენდება კიდეც.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge