პრაიდის ფარგლებში გამართული ღირსების მარშიდან ერთი წელი გავიდა

  • 8 ივლისი 18:21

თბილისი პრაიდი 2019 წლის 8 ივლისს გამართული ღირსების მარშიდან ერთი წლის თავზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

პრაიდი შარშანდელ აქციას მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ წელს აქციის მონაწილეთა რიცხვი ბევრად გაიზრდება.


„1 წელი გავიდა პირველი თბილისის პრაიდის ფარგლებში გამართული ღირსების მარშიდან.


აღსანიშნავია, რომ 22 ივნისისთვის დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ათასზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, თუმცა 20 ივნისს, თბილისში განვითარებული შემზარავი მოვლენების შემდეგ, თბილისი პრაიდის გუნდმა მიიღო მტკივნეული, მაგრამ იმ მომენტისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მსვლელობის გადადების შესახებ.


მიუხედავად ამისა, რომ შსს-მ ჰომოფობიური ჯგუფებისაგან ჩვენს დაცვაზე უარი განაცხადა, ჩვენმა გუნდმა და უახლოესმა მხარდამჭერებმა სრულად არ დავთმეთ საჯარო სივრცე და 8 ივლისს პარტიზანული აქცია მაინც გავმართეთ.


განსხვავებული მასშტაბის მიუხედავად, შარშან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ, გავძლიერდით და მომავალ წელს ბევრად მეტნი ვიქნებით!“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.